ავტოდრომის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალი პეტნემმა აღიარა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო რამდენიმე კვირის წინ მშენებლობის ტემპები ძალიან დაეცა, მაგრამ ახლა სიტუაცია გამოსწორებულია. მუშებმა პირველი ვერტიკალური კონსტრუქციები აღმართეს, ბოქსების, პადოკისა და სამედიცინო ცენტრის აგების შემდეგ, ტრიბუნების მშენებლობას შეუდგებიან.
ალი პეტნემის თქმით, მუშები, შესაძლოა, სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ, მაგრამ ჯერ ამის აუცილებლობა არ არსებობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი