ოსტინში დიდი მშენებლობაა

AutoSharing Option
ამერიკული პრესის ცნობით, ოსტინში ავტოდრომის მშენებლობა სრული სვლით მიმდინარეობს. თუ ადრე სამშენებლო მოედანი ჭუჭყისგან გაწმენდილ რამდენიმე გზას შეადგენდა, ახლა მომავალი ტრასის გარშემო უკვე მყარი კონსტრუქციებია აღმართული.

ავტოდრომის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ალი პეტნემმა აღიარა, რომ ფინანსური უთანხმოების გამო რამდენიმე კვირის წინ მშენებლობის ტემპები ძალიან დაეცა, მაგრამ ახლა სიტუაცია გამოსწორებულია. მუშებმა პირველი ვერტიკალური კონსტრუქციები აღმართეს, ბოქსების, პადოკისა და სამედიცინო ცენტრის აგების შემდეგ, ტრიბუნების მშენებლობას შეუდგებიან.

ალი პეტნემის თქმით, მუშები, შესაძლოა, სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ, მაგრამ ჯერ ამის აუცილებლობა არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული