ჩუმიჩოვა ადრე "მის შვეიცარიის" ტიტულის კანდიდატი იყო, ახლა კი წარმატებული მოდელი გახლავთ. წყვილი შეამჩნიეს შვეიცარიაში ერთ-ერთი კონცერტის დროს. როგორც რამდენიმე დღის წინ ვწერდით, ალონსომ და მისმა ყოფილმა მეუღლემ რაკელ დელ როსარიომ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორება გადაწყვიტეს.
* * *
ამასობაში, ესპანელმა პილოტმა ფორმულა 1-ის ფინანსურ რეიტინგში გაასწრო მსოფლიოს ჩემპიონ სებასტიან ფეტელსა და ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს.
მიუხედავად იმისა, რომ
მეორე ადგილზეა ბრიტანელი ლუის ჰემილტონი. "მაკლარენის" პილოტმა, რომელმაც ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა, 16 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
მესამე და მეოთხე ადგილებზე მოდიან "მაკლარენისა" და "ფერარის" მეორე პილოტები - ჯენსონ ბატონი და ფელიპე მასა. მათ თავიანთი ქონება 9 მილიონი ევროთი გაზარდეს.
8-8 მილიონი მიიღეს გერმანელებმა მიხაელ შუმახერმა, ნიკო როსბერგმა, სებასტიან ფეტელმა და ავსტრალიელმა მარკ უებერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"