პირველი ადგილი დაიკავა "მერსედესის" წევრმა მიხაელ შუმახერმა - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა 116 გასწრება შეასრულა - საშუალოდ რბოლაში 12.
თუმცა მოყვანილ ციფრებს პირობითი ხასიათი აქვს. საიდუმლო არ არის, რომ 2011 წელს ლეგენდარული გერმანელი არც ისე წარმატებით გამოდიოდა კვალიფიკაციაში, რბოლაში კი გაცილებით სწრაფად გამოიყურებოდა და ეს აძლევდა გასწრების საშუალებას. გარდა ამისა, შუმი რამდენჯერმე მოხვდა ავარიაში და შემდეგ დაკარგული პოზიციების დაბრუნება უხდებოდა -
ლიდერებს შორის მოხვდნენ აგრეთვე "ტორო როსო" და "ზაუბერი". ამ შემთხვევაშიც კარგი შედეგიანობა იმით იყო გამოწვეული, რომ ამ გუნდებში აქცენტს რბოლაზე აკეთებდნენ და ხშირად მსხვერპლად სწირავდნენ სასტარტო პოზიციას. "უილიამსის" წარმომადგენლები კი სხვადასხვა მიზეზის გამო რბოლას აუთსაიდერი გუნდების უკან იწყებდნენ და ესეც ხელს უწყობდა იოლ გასწრებებს.
იმათგან, ვისი აღნიშვნა მართლაც შეიძლება, "მაკლარენის" პილოტი ჯენსონ ბატონია. მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი კი 27 გასწრებით ერთ-ერთი ბოლოა ამ სიაში. მართლაც, როცა მუდმივად პირველი ხარ ტრასაზე, უბრალოდ არავის გასწრება არ გიწევს.
1. შუმახერი (მერსედესი) - 116
2. ბუემი (ტორო როსო) - 114
3. კობაიაში (ზაუბერი) - 99
4. ალგერსუარი (ტორო როსო) - 94
5. მალდონადო (უილიამსი) - 91
6. დი რესტა (ფორს ინდია) - 90
7. პერესი (ზაუბერი) - 87
8. ბარიკელო (უილიამსი) - 86
9. ბატონი (მაკლარენი) - 85
10. მასა (ფერარი) - 82
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"