ისევე როგორც 2011 წელს, გუნდები ოთხ სესიას ჩაატარებენ, რომელთა საერთო ხანგრძლივობა 15 დღე იქნება, მაგრამ, ამჯერად, 12 დღე სეზონის წინ ვარჯიშებს დაეთმობა, კიდევ ერთი სესია კი ჩემპიონატის მსვლელობისას გაიმართება.
ჩემპიონატამდე სამი ტესტი ესპანეთში გაიმართება, ევროპული ბაზების სიახლოვეს, რაც წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, ხოლო გასვლითი ეტაპების შემდეგ გუნდები კიდევ ერთ სამდღიან ვარჯიშს 1-3 მაისს მუჯელოში
შარშან ტესტები ოდნავ უფრო ადრე - პირველ თებერვალს დაიწყო. ვალენსიაში პირველ ოთხდღიან სესიაზე თორმეტივე გუნდი ჩავიდა, თუმცა მაშინ, ყველანი არ მუშაობდნენ ახალ მანქანაზე. სავარაუდოდ, ამგვარი სცენარი ამჯერადაც განმეორდება, რადგან ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ მანქანის ტრასაზე გამოყვანამდე ყველა გუნდს დაავალა კრაშ-ტესტის გავლა.
ისევე, როგორც გასულ სეზონში, რამდენიმე გუნდი ტესტების დაწყებამდე მოაწყობს ახალი ბოლიდის პრეზენტაციას, ასე რომ, 6 თებერვალს ხერესის ავტოდრომი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევა.
ტესტების განრიგი:
07-10/02 ხერესი, ესპანეთი
21-24/02 ბარსელონა, ესპანეთი
01-04/03 ბარსელონა, ესპანეთი
01-03/05 მუჯელო, იტალია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"