მუსიკოსი ჰემილტონი

AutoSharing Option
როგორც ბრიტანული ტაბლოიდი "სანი" წერს, "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი ზამთრის არდადეგებზე არ უყურებს ტელევიზორს და არ ერთობა კომპიუტერული თამაშებით. როგორც ირკვევა, თავისუფალ დროს ბრიტანელი ლონდონის დასავლეთით, ერთ-ერთ საუკეთესო ხმის ჩამწერ სტუდიაში იკეტება და საკუთარი რეპ-კომპოზიციების ჩაწერით არის დაკავებული.

სტუდიის დონეზე ის ფაქტი ლაპარაკობს, რომ თავის დროზე აქ ისეთი მეგავარსკვლავები მუშაობდნენ, როგორებიც არიან რობი უილიამსი და კაილი მინოუგი.

ჰემილტონი მუსიკის დიდი მოყვარულია და შეუძლია საკუთარ თავს მისცეს უფლება ასეთი სტუდია დაიქირავოს იმის მიუხედავად, რომ ჯერ
არ აპირებს სადებიუტო ალბომის გამოშვებას.

"ბევრმა არ იცის, რომ თავისუფალ დროს ლუისი საკუთარი მუსიკის შექმნით არის დაკავებული, - უყვება გაზეთს ანონიმური წყარო. - ის ძალიან გატაცებულია რეპით, თუმცა ამ მომენტში ჰემილტონი მთლიანად ფორმულა 1-ზე არის კონცენტრირებული, ასე რომ, მისი შემოქმედება ჯერ ვერ გახდება ცნობილი ფართო პუბლიკისთვის. მაგრამ რამდენიმე ადამიანი, ვისაც მოუსმენია ეს სიმღერები, საკმაოდ მაღალი აზრისაა ჰემილტონის შემოქმედებაზე".

ლუისი პირველი პილოტი არ არის, რომელიც საკუთარ ძალებს ცდის მუსიკაში. მსოფლიოს კიდევ ერთმა ყოფილმა ჩემპიონმა, კანადელმა ჟაკ ვილნევმა 2007 წელს საკუთარი სიმღერების ალბომი გამოუშვა. დისკს არ ჰქონია კომერციული წარმატება.

ცოტა ხნის წინ, "ტორო როსოს" ყოფილმა პილოტმა ხაიმე ალგერსუარიმ ყურადღება მიიქცია იმით, რომ Organic Life-ის რემიქსებით სადებიუტო ალბომი გამოუშვა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ევროპულ დისკოთეკებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული