ახალი წელი ციხეში

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტისთვის, ჰოლანდიელი იოს ვერსტაპენისთვის არც ისე კარგად დაიწყო 2012 წელი. 107 გრანპრის მონაწილე და "ლე მანის 24-საათიანი რბოლის" გამარჯვებული ქალაქ რურმონდის პოლიციამ დააკავა.

გაზეთ De Standaard-ის ინფორმაციით, დაპატიმრების მიზეზი ის არის, რომ 39 წლის სპორტსმენი თავის გერლფრენდს დაესხა თავს.

დაუდასტურებელი ცნობით, 24 წლის გოგონა სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში მიიყვანეს. არ არის გამორიცხული, რომ მას შეგნებულად დააჯახეს ავტომობილი.

ვერსტაპენი ადრეც იყო შემჩნეული მსგავს ქმედებებში. RTL-ის კორესპონდენტთან საუბარში იოსის ერთ-ერთმა მეზობელმა განაცხადა: "ასეთი რამ პირველად არ ხდება და დროა ის
ციხეში ჩასვან. წარმოდგენაც კი მიჭირს რა შეიძლება მოხდეს, როცა მას საპატიმროდან გაუშვებენ".

2008 წელს ჰოლანდიელი უკვე დააპატიმრეს ყოფილ მეგობარ გოგონაზე თავდასხმის გამო, მაგრამ მაშინ მას სამთვიანი პირობითი სასჯელი მისცეს.

10 წლის წინ ჰოლანდიელმა ერთ-ერთ კარტოდრომზე ჩხუბი წამოიწყო, რის შემდეგაც რბოლის ერთ-ერთმა მონაწილემ ყბის მოტეხილობა მიიღო. თუმცა იმ საქმეს გაგრძელება არ ჰქონია.

2009 წლის შემდეგ ვერსტაპენს რბოლებში მონაწილეობა არ მიუღია და მთლიანად თავისი ვაჟის - მაქსის კარიერაზეა გადართული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული