კიმიმ მზადება დაიწყო

AutoSharing Option
გუშინ, ფორმულა 1-ში დაბრუნებული ფინელი კიმი რაიკონენი ბრიტანეთის ენსტოუნში "ლოტუსის" ბაზას ეწვია.

მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა უკვე დაიწყო მზადება ახალი სეზონისთვის. ამჯერად, ბაზაზე მისი ვიზიტის მიზეზი ბოლიდის სავარძლის მორგება იყო. კიმიმ მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან: "ფორმულა 1-ის ბოლიდში 2009 წლის სეზონის ბოლო რბოლის შემდეგ არ ვმჯდარვარ".

რაიკონენი სხვებზე ადრე შეუდგება ტესტებს. ის იანვარში 2009 წლის ბოლიდის საჭეს მიუჯდება და პირველ მოსამზადებელ ეტაპს გაივლის, შემდეგ კი თებერვლის თვეში ოფიციალური ტესტები დაიწყება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული