მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა უკვე დაიწყო მზადება ახალი სეზონისთვის. ამჯერად, ბაზაზე მისი ვიზიტის მიზეზი ბოლიდის სავარძლის მორგება იყო. კიმიმ მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან: "ფორმულა 1-ის ბოლიდში 2009 წლის სეზონის ბოლო რბოლის შემდეგ არ ვმჯდარვარ".
რაიკონენი სხვებზე ადრე შეუდგება ტესტებს. ის იანვარში 2009 წლის ბოლიდის საჭეს მიუჯდება და პირველ მოსამზადებელ ეტაპს გაივლის, შემდეგ კი თებერვლის თვეში ოფიციალური ტესტები დაიწყება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"