რა ელის ბაჰრეინს?

AutoSharing Option
ბაჰრეინის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები მოუწოდებენ ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდებსა და პილოტებს ბოიკოტი გამოუცხადონ 2012 წელს ბაჰრეინის გრანპრის.

როგორც იცით, 2011 წელს ამ ქვეყანაში რბოლა ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გაუქმდა, მაგრამ სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილური გახდა და 2012 წელს რბოლის გამართვას არაფერი ემუქრება. მაგრამ ბაჰრეინში მთელი წლის განმავლობაში არეული სიტუაცია იყო და გამოსვლები დღემდე არ შეწყვეტილა. ამის გამო ბაჰრეინში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მოუწოდებს ფორმულა 1-ის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ 2012 წელს ქვეყანაში ვიზიტისგან.

"ჩვენ ჩავატარებთ კამპანიას,
რომელიც აქტიურად მოუწოდებს პილოტებსა და გუნდებს ბოიკოტი გამოუცხადონ ბაჰრეინის წლევანდელ გრანპრის. მთავრობას სურს ამ რბოლის ჩატარება, რათა მთელს ქვეყანას აჩვენოს, რომ სამეფოში ყველაფერი წესრიგშია. მაგრამ სინამდვილეში, ასე არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რბოლა არ გაიმართოს.

დარწმუნებული ვარ, პილოტები და გუნდები გამოიჩენენ ადამიანთა უფლებების მიმართ პატივისცემას და ბოიკოტს გამოუცხადებენ გრანპრის", - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნაბილ რაჯაბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული