როგორც იცით, 2011 წელს ამ ქვეყანაში რბოლა ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გაუქმდა, მაგრამ სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში სიტუაცია სტაბილური გახდა და 2012 წელს რბოლის გამართვას არაფერი ემუქრება. მაგრამ ბაჰრეინში მთელი წლის განმავლობაში არეული სიტუაცია იყო და გამოსვლები დღემდე არ შეწყვეტილა. ამის გამო ბაჰრეინში ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მოუწოდებს ფორმულა 1-ის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ 2012 წელს ქვეყანაში ვიზიტისგან.
"ჩვენ ჩავატარებთ კამპანიას,
დარწმუნებული ვარ, პილოტები და გუნდები გამოიჩენენ ადამიანთა უფლებების მიმართ პატივისცემას და ბოიკოტს გამოუცხადებენ გრანპრის", - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნაბილ რაჯაბი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"