ესპანეთი ურბოლოდ რჩება

AutoSharing Option
საფრთხე შეექმნა ესპანეთის გრანპრის ჩატარებას, რომელიც ტრადიციულად ბარსელონაში, კატალუნიას ავტოდრომზე იმართება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრასის მფლობელებს გრანპრის ჩატარებაზე 2016 წლის ბოლომდე აქვთ გაფორმებული კონტრაქტი, ხელშეკრულება, შესაძლოა, რთული ფინანსური სიტუაციის გამო გააუქმონ. ამის შესახებ ერთ-ერთი რადიოსადგურის ეთერში განაცხადა კატალონიის ეკონომიკის მინისტრმა ანდრე მას-კოლელმა.

"შეიძლება გადავხედოთ ჩვენთან ფორმულა 1-სა და მოტოგრანპრის ეტაპების ჩატარების საკითხს, რადგან ჯერ არ ვიცით, მიმდინარე მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო შეგვიძლია თუ არა ამ ღონისძიებების ორგანიზება.

მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერი არ არის, რადგან მსგავს სიტუაციაში უნდა იცოდე სავარაუდო დანახარჯები.
ზოგიერთი კონტრაქტის გაწყვეტა უფრო იაფია, ვიდრე მისი ვალდებულებების შესრულება", - ამბობს მას-კოლელი.

შესაძლოა, ესპანეთი საერთოდ ფორმულა 1-ის ეტაპის გარეშე დარჩეს, რადგან ცოტა ხნის წინ, ევროპის გრანპრის მასპინძელმა ქალაქმა ვალენსიამ "სამეფო რბოლების" ფაქტობრივ მფლობელს ბერნი ექლსტოუნს ეტაპის ჩატარებაზე გადასახადის შემცირება სთხოვა, თუმცა ბერნი, როგორც წესი, ასეთ დათმობებზე არ მიდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული