უილიამსი სენას რჩება

AutoSharing Option
თუ ბრაზილიურ პრესას დავუჯერებთ, "უილიამსის" შემადგენლობაში დარჩენილი ერთი ვაკანსიის მფლობელი ბრაზილიელი პილოტი ბრუნო სენა გახდება. როგორც ამბობენ, ამ მრბოლელის უკან სერიოზული სპონსორები დგანან.

შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონის შემდეგ ბრაზილიელი უგუნდოდაა დარჩენილი, მაგრამ დაჟინებით იმეორებს, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე იპოვნის ახალ სამუშაო ადგილს.

როგორც ცნობილი გახდა, სენას სპონსორია ჰოლდინგური კომპანია EBX, რომლის მფლობელი გახლავთ მილიარდერი ეიკე ბატისტა. ის ჟურნალ "ფორბისის" მონაცემებით ბრაზილიის ყველაზე მდიდარი ადამიანია.

სწორედ ბატისტამ გაუკეთა კომენტარი სენას მომავალ კარიერას: "ყველაფერი მარტივია - ბრუნო "უილიამსში" გამოვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული