კუბიცა ისევ მოტეხილია

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, "ლოტუს-რენოს" პილოტმა რობერტ კუბიცამ ახალი ტრავმა მიიღო. პოლონელმა ჯერ ბოლომდე ვერ გაიარა აღდგენითი კურსი შარშანდელი უმძიმესი ავარიის შემდეგ, რომელიც რალის დროს მოხდა და ახლა მორიგი უსიამოვნება შეემთხვა.

კუბიცას იტალიის ქალაქ პიეტრასანტაში სეირნობისას ყინულზე ფეხი დაუცდა და ფეხი დაიზიანა - წერს გაზეთი Libero. ადგილობრივი ექიმების ინფორმაციით, პოლონელმა მრბოლელმა Pietra Ligure-ის ჰოსპიტალში გადაყვანა მოითხოვა - სწორედ აქ გადიოდა ის მკურნალობას შარშანდელი ავარიის შემდეგ.

იტყობინებიან, რომ კუბიცამ ხელმეორედ მოიტეხა მარჯვენა ბარძაყის ძვალი. მკურნალობა მინიმუმ რამდენიმე კვირა გაგრძელდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით
ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული