ოფიციალურად: სენა "უილიამსში"

AutoSharing Option
ბრაზილიელი პილოტი ბრუნო სენა 2012 წელს "უილიამსის" ღირსებას დაიცავს - ეს ინფორმაცია გუშინ ოფიციალურად დაადასტურა ბრიტანულმა საჯინიბომ.

სენა ახალი მანქანის საჭესთან პირველად 9 თებერვალს, ხერესში გასამართი ტესტებისას დაჯდება. როგორც იცით, წლევანდელ ჩემპიონატში ბრუნოს მეწყვილე ვენესუელელი პილოტი პასტორ მალდონადო იქნება.

"უილიამსმა" თავის საპრიზო პილოტად ამირჩია და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ამ გუნდს უდიდესი მემკვიდრეობა გააჩნია და იმედი მაქვს, რომ ჩემს სახელს ჩავწერ მის ისტორიაში. შემოწმების პროცესი მეტად ინტენსიური გამოვიდა. იმ დროის განმავლობაში, რაც ამ გუნდის ბაზაზე გავატარე, დავრწმუნდი, რომ აქ შესანიშნავი
ადამიანები მუშაობენ. და გუნდს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ წელს უფრო მაღალ შედეგებს მიაღწიოს.

ძალიან საინტერესო იქნება იმ გუნდთან თანამშრომლობა, რომელშიც ჩემი ბიძა გამოდიოდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აქ მრავალად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც აირტონთან ერთად მუშაობდნენ. იმედი მაქვს, ძველი დროის გახსენების საბაბი გვექნება, თუმცა საკუთარი სიტყვის თქმასაც ვაპირებთ", - განაცხადა ბრუნო სენამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული