კიმი რაიკონენი უკვე საქმეშია

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მიტოვებიდან ორწლიანი პაუზის შემდეგ, ფინელი კიმი რაიკონენი პირველად მიუჯდა "სამეფო რბოლების" ბოლიდს: "ლოტუსმა" სპეციალურად მოუწყო ორდღიანი კერძო ტესტები ფინელს. ამისთვის მან შარშანწინდელი ბოლიდი გამოიყენა.

მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი რიკარდო ტორმოს სახელობის ავტოდრომზე დილით ადრე გამოჩნდა და თავდაპირველად 2010 წლის მანქანით ცხრა საინსტალაციო წრე გაიარა. კიმის აღიარებით, მისთვის უჩვეულო "პირელის" საბურავებთან შეგუება ყველაზე პრობლემატური საკითხი იქნება.

"არ მგონია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში სისწრაფე დავკარგე", - აღიარა ფინელმა საკუთარი გუნდის პრესამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"ლოტუსის" ახალი მანქანის სატესტო სერია 7
თებერვალს ხერესში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული