მიხაელ შუმახერს წასვლა ურჩიეს

AutoSharing Option
ლეგენდარული ავსტრიელი პილოტი გერჰარდ ბერგერი კიდევ ერთხელ შეეხო მიხაელ შუმახერის ავტოსპორტში დაბრუნების თემას.

"ვფიქრობ, შუმახერი არ აპირებს "მერსედესთან" კონტრაქტის გაგრძელებას, - ძველი თემის განვრცობა გააგრძელა ავსტრიელმა. - რაღაც მომენტში დაღლილობა თავის როლს ითამაშებს.

მიხაელს უბრალოდ შანსი არ აქვს როსბერგის წინააღმდეგ. მას მოუწევს იმის აღიარება, რომ 40 წლის ასაკში არ ძალუძს ისეთი დონის პილოტის გასწრება, როგორიც ნიკო როსბერგია".

შეგახსენებთ, რომ შუმის მოქმედი კონტრაქტი "მერსედესთან" 2012 წლის ბოლომდეა ძალაში.

* * *
ამასობაში, მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინ კემმა უარყო ბოლო დროს გავრცელებული
ჭორი იმის შესახებ, თითქოს მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბ "კიოლნის" პრეზიდენტი ხდება.

გასულ კვირას, მიხაელი "კიოლნისა" და "შალკეს" მატჩზე საპატიო სტუმრების ლოჟაში შეამჩნიეს, "კიოლნი" კი ახალი პრეზიდენტის ძიებაშია და მსგავსი ჭორებიც ამის გამო წარმოიშვა.

"ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მიხაელი მრავალი წელია "კიოლნის" გულშემატკივარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სურს ამ კლუბის პრეზიდენტი გახდეს. მისი მთავარი პრიორიტეტია - "მერსედესში" მუშაობა", - ამბობს საბინ კემი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული