რვა ბოლიდის პრეზენტაცია ერთ კვირაში

AutoSharing Option
თებერვლის დასაწყისი საინტერესო იქნება ფორმულა 1-ის მოყვარულებისთვის. უახლოეს ხანში ერთბაშად რვა გუნდი აპირებს 2012 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდების პრეზენტაციას.

პირველ თებერვალს გაიმართება "მაკლარენის" პრეზენტაცია, სამ თებერვალს ახალ მანქანებს წარმოადგენენ - "ფერარი" და "ფორს ინდია", ხერესში პირველი სარბოლო სესიის დაწყებიდან ერთი დღით ადრე კი ახალ ბოლიდებს გვიჩვენებენ - "რედ ბული", "ლოტუსი", "ტორო როსო", "ზაუბერი", და "უილიამსი".

"მერსედესის" ახალ მანქანას მოგვიანებით - 21 თებერვალს გავიცნობთ, "მარუსია" და HRT ჯერ არ გარკვეულან პრეზენტაციის თარიღზე. ისინი ვერ ასწრებენ პირველ ტესტებზე ახალი მანქანის გამოყვანას. შეგახსენებთ, რომ
2010 და 2011 წელს HRT-ის ბოლიდი მხოლოდ მარტში წარმოადგინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული