მრავალრიცხოვანი ჟურნალისტების წინაშე ახალი ბოლიდი - MP4-27 გუნდის პილოტებმა - ლუის ჰემილტონმა და ჯენსონ ბატონმა წარმოადგინეს. პრეზენტაციის პირდაპირი რეპორტაჟი "მაკლარენის" ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა.
ახალი MP4-27 ჩვეულ ფერებშია გადაწყვეტილი, მაგრამ მისი ბევრი აეროდინამიკური ელემენტი ჯერ წინასწარი ვერსიით არის წარმოდგენილი. საბოლოოდ, მანქანა დასრულებულ სახეს ტესტების შემდეგ მიიღებს.
ჯენსონ ბატონი: "ეს ამაღელვებელი დღეა ჩვენთვის! პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ტესტპილოტებს - გარი პაფეტსა და ოლივერ ტერვის. შარშანდელი
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ახალმა მანქანამ ტესტებზე თავიდანვე აჩვენოს კარგი სიჩქარე. მაგრამ ტესტების ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მივეჩვიოთ MP4-27-ის საჭეს, პირველი რბოლა დამაჯერებლად ჩავატაროთ... ასე რომ, წინ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გველის".
ლუის ჰემილტონი: "ეს ყველაზე სრულყოფილი მანქანაა იმათგან, რაც "მაკლარენს" ბოლო წლებში შეუქმნია. როგორც ვხედავთ, შეცვლილია გვერდითი პონტონების ფორმა, თუმცა "ცხვირი" დაახლოებით იგივეა, როგორიც გასულ წელს.
ჩემი აზრით, მანქანა შესანიშნავად გამოიყურება. როცა მთელი გუნდის დაძაბული მუშაობის შედეგს ვხედავთ, აღმაფრენას ვგრძნობთ. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"