პირველი დღე კიმი რაიკონენმა მოიგო

AutoSharing Option
ხერესში, წინასასეზონო ტესტების პირველ დღეს დილა საკმაოდ ნისლიანი იყო და ჟურნალისტებს სერიოზული ეჭვი გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, დაიწყებდნენ თუ არა გუნდები დროულად მუშაობას. მაგრამ ცოტა ხანში მზემ გამოანათა და მანქანები ტრასაზე გავიდნენ.

პირველ ნაწილში საჯინიბოები სისტემების საბაზო შემოწმებით იყვნენ დაკავებული. ყველამ ვერ მოახერხა ტექნიკური სიახლეების წინასწარი შემოწმება, ასე რომ, პილოტები ხშირად მოკლე წრეებს გადიოდნენ - ბოქსებს ტოვებდნენ და მალე უკან ბრუნდებოდნენ, ინჟინრები კი პარამეტრების ანალიზს ახდენდნენ და შემდეგ შემოწმებაზე გადადიოდნენ.

Mercedes და HRT სხვა პროგრამით მუშაობდნენ - ისინი ტესტებზე შარშანდელი მანქანებით
ჩავიდნენ და დღე "პირელის" ახალი საბურავების შემოწმებას მიუძღვნეს. იტალიურმა კომპანიამ ხერესში სამი სახის საბურავი ჩაიტანა - Soft, Medium და Hard. საერთოდ არ მონაწილეობდა ტესტებში რუსული "მარუსია".

საბოლოოდ, ტესტების პირველი ოთხი საათი დასრულდა და შედეგების ოქმში პირველ ადგილზე კიმი რაიკონენი აღმოჩნდა. ხერესში, ბარსელონასგან გასხვავებით, ტესტებისას ოფიციალური შესვენება არ არსებობს, ყოველი გუნდი საკუთარი გრაფიკით მუშაობს. დღის პირველ ნაწილში არანაირი შეფერხება არ ყოფილა და სესია წითელი დროშებით ერთხელაც არ შეწყვეტილა.

სამაგიეროდ, საღამოსკენ ორჯერ გამოფინეს წითელი დროშები. დანიელ რიკარდოს შეექმნა პრობლემები და მან მანქანა ერთ-ერთ მოსახვევში გააჩერა. სესიის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე კი სწორ მონაკვეთზე გაჩერდა კამუი კობაიში, მაგრამ ამ შემთხვევაში მანქანის გაუმართაობა არაფერ შუაშია - ინჟინრები საწვავის სისტემაზე მუშაობდნენ და აინტერესებდათ დონე, რომლის დროსაც ძრავა წყვეტს მუშაობას.

საბოლოოდ, რაიკონენის მიერ დილით ნაჩვენები დრო საუკეთესო აღმოჩნდა. სხვათა შორის ფინელმა უკეთესი შედეგი დააფიქსირა, ვიდრე შარშანდელი ტესტების ლიდერმა რუბენს ბარიკელომ.

I დღე
1. კ. რაიკონენი (Lotus) 1.19,670 (75 წრე)
2. პ. დი რესტა (Force India) +0,102 (101)
3. ნ. როსბერგი (Mercedes) +0,549 (56)
4. მ. უებერი (Red Bull) +0,826 (54)
5. დ. რიკარდო (Toro Rosso) +1,024 (57)
6. მ. შუმახერი (Mercedes) +1,124 (42)
7. კ. კობაიაში (Sauber) +1,683 (106)
8. ჯ. ბატონი (McLaren) +1,860 (62)
7. ფ. მასა (Ferrari) +3,145 (69)
8. ჰ. კოვალაინენი (Caterham) +3,508 (28)
9. პ. მალდონადო (Williams) +3,701 (25)
11. პ. დე ლა როსა (HRT) +4,006 (44)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული