დილით ნულს ქვემოთ ტემპერატურა დაფიქსირდა, მაგრამ ტესტები დროულად დაიწყო. სამ გუნდში მოხდა ცვლილება - იარნო ტრულიმ მოსინჯა "კატერჰემის" ახალი მანქანა, ნიკო ჰიულკენბერგმა დაიწყო ტესტები "ფორს ინდიაში" (გუნდმა მოასწრო წინა დღეს ჟიულ ბიანკის ავარიის შემდეგ დაზიანებული ბოლიდის აღდგენა), კამუი კობაიაში "ზაუბერის" საჭესთან დაბრუნდა.
რემონტის შემდეგ ორივე პილოტმა გააგრძელა მუშაობა, მაგრამ ორი საათის შემდეგ სენა ისევ გაჩერდა - უკვე მეორე მოსახვევში.
"რედ ბულში" შეზღუდეს დილის პროგრამა ელექტროობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო - სესიის დასაწყისში ფეტელმა ორი მოკლე წრე გაიარა და ტრასაზე დაბრუნება მხოლოდ ხუთი საათის შემდეგ შეძლო. იგივე დაზიანების გამო ვერ შეძლო დაგეგმილი პროგრამის შესრულება ფერნანდო ალონსომ - ისევე, როგორც წინა დღეს, ესპანელმა დიდი დრო ბოქსებში გაატარა, მაგრამ მაინც დააფიქსირა გუშინდელი დღის საუკეთესო შედეგი - 1.18,877.
უკვე შესაძლებელია წინასასეზონო ტესტების შეჯამება. ოთხი დღის განმავლობაში 2012 წლის ჩემპიონატისთვის განკუთვნილ მანქანებში საუკეთესო დრო აჩვენა რომან გროსჟანმა - 1.18,419.
გუნდები ტრასაზე 21 თებერვალს, ბარსელონაში დაბრუნდებიან, სადაც დებიუტი ექნება ახალ Mercedes W03-ს. რაც შეეხება HRT-ს, ამ გუნდის დებიუტი ტესტების ფინალური სერიისთვის არის დაგეგმილი, რომელიც პირველ მარტს დაიწყება.
IV დღე
1. ფ. ალონსო (Ferrari) 1.18,877 (38 წრე)
2. ჟ. ვერნი (Toro Rosso) +0,720 (80)
3. ს. ფეტელი (Red Bull) +0,729 (50)
4. ლ. ჰემილტონი (McLaren) +0,763 (86)
5. რ. გროსჟანი (Lotus) +0,852 (93)
6. კ. კობაიაში (Sauber) +0,957 (75)
7. ნ. ჰიულკენბერგი (Force India) +1,100 (89)
8. ბ. სენა (Williams) +1,255 (125)
9. ი. ტრული (Caterham) +3,321 (117)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"