აირტონ სენა პრიზებს აგროვებს

AutoSharing Option
ლეგენდარულ ბრაზილიელ პილოტზე აირტონ სენაზე შექმნილმა ფილმმა - "სენამ" BAFTA-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ორი პრიზი მოიგო.

BAFTA ამერიკული "ოსკარის" ბრიტანულ ანალოგად მიიჩნევა. "სენა" საუკეთესოდ აღიარეს დოკუმენტური კინოს ნომინაციაში, მან აგრეთვე პრიზი მიიღო საუკეთესო მონტაჟისთვის.

"გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ სენას ოჯახს ჩვენს მიმართ გამოხატული ნდობის გამო, - განაცხადა სცენარის ავტორმა მანიშ პანდიმ. - როცა თქვენი შვილი ასეთ გარემოებებში იღუპება, შემდეგ კი მოდიან ვიღაცეები და ამბობენ: "გვინდა ამ ისტორიის მოყოლა", ასეთ დროს დიდი მამაცობაა საჭირო, რომ ამ უცნობ ადამიანებს თანხმობა უთხრა".

"ჩვენ ამ
ფილმს სიყვარულით ვაკეთებდით და ყველაფერი, რაც სანაცვლოდ მივიღეთ - ასევე სიყვარული და მაყურებლის მხრიდან აღიარება.

კომერცია საერთოდ არ განიხილებოდა - არასოდეს გამომიყენებია ეს ცინიკური სიტყვა", - ეს ფილმის პროდუსერის ერიკ ფელნერის სიტყვებია.

დავამატებთ, რომ 2011 წელს "სენამ" ამერიკაშიც და ევროპაშიც არაერთი კინოპრემია მიიღო. ამ მომენტისთვის მანიშ პანდი მუშაობს მხატვრულ ფილმზე, რომელიც ბრიტანელ პილოტებს - მაიკლ ჰოტორნსა და პიტერ კოლინზს ეძღვნებათ. ისინი ფორმულა 1-ში 50-იან წლებში გამოდიოდნენ და მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ენცო ფერარისთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული