რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრებმა გაზეთ "თაიმსში" გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც ავტოსპორტის ფედერაციას ბაჰრეინის ეტაპის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. მიზეზი ის არის, რომ ამ კვირას ქვეყანაში ისევ დაიწყო ქუჩის აქციები, ხოლო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაცხადა, რომ სამეფოში პოლიცია ხალხს აწამებს. რამდენიმე ჟურნალისტმა ვიზა ვერ მიიღო, ბევრი გულშემატკივარი
ფედერაცია და ექლსტოუნი არ ჩქარობენ განცხადების გაკეთებას - ახლო აღმოსავლეთის ინვესტორებს სერიოზული ლობი ჰყავთ ფედერაციაში, მაგრამ საკითხი სპორტის ფარგლებს სცილდება და საჯინიბოებსა და მათ სპონსორებს არ სურთ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა. ბევრს მიაჩნია, რომ ბაჰრეინის ეტაპის ბედი მარტამდე არ გადაწყდება - მხარეებს კრიზისის დასრულების იმედი აქვთ.
* * *
გერმანული საჯინიბოს - "მერსედესის" ხელმძღვანელობამ დააასტურა ახალი ბოლიდის პრეზენტაციის თარიღი. ახალ "მერსედესს" მომავალ სამშაბათს, 21 თებერვალს გავიცნობთ.
შეგახსენებთ, რომ პირველ წინასასეზონო ტესტებზე გუნდის პილოტები - მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი შარშანდელი მანქანით მუშაობდნენ. როგორც გაირკვა, პრეზენტაციის დაგვიანება იმით არის გამოწვეული, რომ გუნდს არ სურს კონკურენტებს ნაადრევად ანახოს რევოლუციური წინა ანტიფრთა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"