ფორმულა 1 ბაჰრეინის ეტაპის გარეშე?

AutoSharing Option
გასულ წელს, ბაჰრეინის ეტაპი პოლიტიკური კრიზის გამო გააუქმეს. მაშინ რბოლის ორგანიზატორებმა სრულად გადაუხადეს არშემდგარი ეტაპის თანხა ბერნი ექლსტოუნს და არაერთხელ განაცხადეს იმის შესახებ, რომ ყველაფერს გააკეთებენ 2012 წლისთვის ფორმულა 1-ის ქვეყანაში დასაბრუნებლად.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრებმა გაზეთ "თაიმსში" გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც ავტოსპორტის ფედერაციას ბაჰრეინის ეტაპის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. მიზეზი ის არის, რომ ამ კვირას ქვეყანაში ისევ დაიწყო ქუჩის აქციები, ხოლო ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაცხადა, რომ სამეფოში პოლიცია ხალხს აწამებს. რამდენიმე ჟურნალისტმა ვიზა ვერ მიიღო, ბევრი გულშემატკივარი
შეშინებულია და უკვე უარი განაცხადა ბაჰრეინში ტურისტად გამგზავრებაზე.

ფედერაცია და ექლსტოუნი არ ჩქარობენ განცხადების გაკეთებას - ახლო აღმოსავლეთის ინვესტორებს სერიოზული ლობი ჰყავთ ფედერაციაში, მაგრამ საკითხი სპორტის ფარგლებს სცილდება და საჯინიბოებსა და მათ სპონსორებს არ სურთ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა. ბევრს მიაჩნია, რომ ბაჰრეინის ეტაპის ბედი მარტამდე არ გადაწყდება - მხარეებს კრიზისის დასრულების იმედი აქვთ.

* * *
გერმანული საჯინიბოს - "მერსედესის" ხელმძღვანელობამ დააასტურა ახალი ბოლიდის პრეზენტაციის თარიღი. ახალ "მერსედესს" მომავალ სამშაბათს, 21 თებერვალს გავიცნობთ.

შეგახსენებთ, რომ პირველ წინასასეზონო ტესტებზე გუნდის პილოტები - მიხაელ შუმახერი და ნიკო როსბერგი შარშანდელი მანქანით მუშაობდნენ. როგორც გაირკვა, პრეზენტაციის დაგვიანება იმით არის გამოწვეული, რომ გუნდს არ სურს კონკურენტებს ნაადრევად ანახოს რევოლუციური წინა ანტიფრთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული