46 მილიონი პასტორ მალდონადოსთვის

AutoSharing Option
ინტერნეტში გაჩნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ პასტორ მალდონადოს სპონსორმა - ვენესუელურმა სახელმწიფო კომპანია PDVSA-მა 46.2 მილიონი დოლარი გადაუხადა "უილიამსს" იმისთვის, რომ მალდონადოს 2012 წლის ჩემპიონატში მიეღო მონაწილეობა.

დოკუმენტში, რომელიც ბრიტანული გუნდის ოფიციალურ ბლანკზეა დაბეჭდილი, მითითებულია, რომ გადარიცხვა 2011 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს.

ამ დოკუმენტის ინტერნეტში გამოჩენას უკავშირებენ ვენესუელელი კონგრესმენის კარლოს რამოსის შარშანდელ პროტესტს. ის ადანაშაულებდა PDVSA-ს სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო კომპანიამ ნებისმიერი ხარჯი ქვეყნის მთავრობასთან უნდა შეათანხმოს. "უილიამსთან" სპონსორული კონტრაქტის გაფორმების დროს ეს წესი
დაცული არ იქნა.

გარდა ამისა, ინტერნეტში გამოქვეყნდა "უილიამსთან" მალდონადოს კონტრაქტის რამდენიმე გვერდი. ირკვევა, რომ ვენესუელელი პილოტი 2015 წლის ბოლომდე დარჩება ბრიტანულ საჯინიბოში, თანაც გუნდში მისი ყოფნის საფასური ყოველ წელს გაიზრდება და ხელშეკრულების ბოლო წელს PDVSA-ს მოუწევს "უილიამსისთვის" 63 მილიონი დოლარის გადახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული