სებასტიან ფეტელი: კიმი რაიკონენი სერიოზული მეტოქეა

AutoSharing Option
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ წინასასეზონო ტესტებზე "ლოტუსის" ახალმა მანქანამ - E20-მა პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა - მან უპრობლემოდ დაფარა დიდი დისტანცია, ამასთან, ორივე პილოტმა - კიმი რაიკონენმა და რომენ გროსჟანმა შესანიშნავი დრო დააფიქსირეს.

გუნდები ინდივიდუალური პროგრამით, სხვადასხვა საბურავითა და საწვავის რაოდენობით მუშაობდნენ, ასე რომ ჯერ რთულია ძალების რეალური თანაფარდობის დადგენა, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ თუ მსგავს სურათს ბარსელონას ტესტებზეც ვიხილავთ, "ლოტუსი" შეიძლება "ფერარიზე" და "მაკლარენზე" წინ დავაყენოთ და "რედ ბულის" მთავარ კონკურენტად მოვიხსენიოთ.

ჟურნალ Auto Motor und Sport-თვის მიცემულ ინტერვიუში მსოფლიოს
მოქმედმა ჩემპიონმა, "რედ ბულის" წევრმა სებასტიან ფეტელმა მაღალი შეფასება მისცა "ლოტუსის" მანქანას": "თუ მათი ბოლიდი მართლაც ისეთი კარგია, როგორიც ხერესში ვიხილეთ, მაშინ კიმი რაიკონენი სერიოზულ კონკურენტად უნდა დავასახელოთ".

თუმცა პირველ ტესტებზე ბევრმა გუნდმა შასის მხოლოდ საბაზო ვერსია ჩაიტანა, ხოლო სისწრაფეზე მუშაობა მომავალ კვირას ბარსელონას ტესტებზე დაიწყება, სადაც ჩვენ აუცილებლად ვნახავთ აეროდინამიკურ სიახლეებს. ამასთან, ტესტებზე დებიუტი ექნება "მერსედესის" ახალ მანქანას. მოკლედ, ბარსელონაში ვარჯიშები ძალიან საინტერესო იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული