საკმაოდ საინტერესო განცხადებაა იქედან გამომდინარე, რომ ამ კუნძულოვანი ქვეყნიდან ისევ ვრცელდება ცნობები პოლიტიკური არეულობების შესახებ.
შაბათსა და კვირას, ბაჰრეინის დედაქალაქ მანაში შედარებით სიმშვიდე იყო, თუმცა ქალაქში პატრულირებდნენ პოლიციის რაზმები, საერთაშორისო აეროპორტში კი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იყო მიღებული. ერთი დღით ადრე, პარასკევს, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც თვითნაკეთ ბომბებს ისროდნენ სამართალდამცევების მიმართულებით.
ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია და ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი
"თუ ბაჰრეინის მთავრობის წარმომადგენლები მეტყვიან: "ბერნი, უკეთესი იქნება თუ არ ჩამოხვალთ", მაშინ დავფიქრდები, - განაცხადა ორი დღის წინ ექლსტოუნმა. - სწორედ ასე მითხრეს გასულ წელს.
მუდმივი კავშირი მაქვს ბაჰრეინის მთავრობასთან და თუ სიტუაცია გართულდა, აუცილებლად გამაფრთხილებენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"