კატალონიაში ჩავიდა ყველა საჯინიბო ესპანური HRT-ის გარდა, რომელმაც ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის აუცილებელი კრაშ-ტესტი ვერ გაიარა, ახალი რეგლამენტი კი კრძალავს ყველანაირი შემოწმების გარეშე ტრასაზე სამუშაოდ გასვლას. რუსულმა "მარუსიამ" ბარსელონაში შარშანდელი MVR-02 ჩაიყვანა - ახალი ბოლიდი ჯერ მზად არ არის, მაგრამ გუნდმა დებიუტანტ შარლ პიკს პრაქტიკის მიღების საშულება მისცა. საბოლოოდ, ფრანგმა დიდი დისტანცია გაიარა და ბოლო ადგილი დაიკავა.
დილით, "მერსედესმა" ჟურნალისტებს ახალი მანქანა წარუდგინა და ფოტოსესიის შემდეგ ბოლიდი ტრასაზე
მოკლე აღმოჩნდა სატესტო დღე "ლოტუსისთვის". გუნდმა ბარსელონაში მეორე შასი - E20-02 ჩაიტანა. რომენ გროსჟანმა წრეების სერია დაიწყო, როცა ინჟინრებმა პრობლემები აღმოაჩინეს, რომლის ადგილზე გადაჭრა შეუძლებელი აღმოჩნდა. გუნდმა პროგრამა შეწყვიტა, E20-02 ენსტოუნში გუნდის ბაზაზე გაგზავნეს დიაგნოსტიკისთვის, დღეს კი "ლოტუსი" მუშაობას პირველი შასით გააგრძელებს, რომელსაც ხერესში იყენებდნენ. თუმცა მის ბარსელონაში ჩამოტანას გარკვეული დრო დასჭირდება.
ტესტების დაწყებიდან ორი საათის შემდეგ, სესია ჰეიკი კოვალაინენის "კატერჰემის" პრობლემების გამო შეწყდა. მანქანის ევაკუაციას ათი წუთი დასჭირდა. ფინელი ტრასაზე მხოლოდ საღამოს დაბრუნდა - სესიის დასრულებამდე 40 წუთით ადრე. დღის მეორე ნახევარში ტესტები წითელი დროშებით შეწყვიტეს დანიელ რიკარდოს პრობლემების გამო.
ბევრმა პილოტმა დღის პირველ ნახევარში კვალიფიკაციის იმიტაცია მოაწყო - საწვავის მინიმალური რაოდენობით წრეების მოკლე სერიაზე გავიდნენ.
სწორედ აქ დაფიქსირდა დღის საუკეთესო შედეგები, თუმცა ამ მომენტში ბევრი არ იყენებდა რბილ საბურავს. კომპანია "პირელიმ" ბარსელონაში ოთხივე შემადგენლობის საბურავი ჩაიტანა, მაგრამ გუშინ ბევრი გუნდი უფრო ხისტ საბურავს იყენებდა.
საბოლოოდ, საკმაოდ მჭიდრო შედეგები მივიღეთ, საუკეთესო დრო კი მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა აჩვენა, მაგრამ ლიდერთან წამზე ნაკლები ერთბაშად ექვსმა პილოტმა დააფიქსირა.
1. ს. ფეტელი (Red Bull) 1.23,265 (79 წრე)
2. ნ. ჰიულკენბერგი (Force India) +0,175 (97)
3. ლ. ჰემილტონი (McLaren) +0,325 (114)
4. დ. რიკარდო (Toro Rosso) +0,353 (76)
5. ფ. ალონსო (Ferrari) +0,835 (75)
6. მ. შუმახერი (Mercedes) +0,885 (51)
7. ს. პერესი (Sauber) +0,954 (66)
8. ბ. სენა (Williams) +2,446 (97)
9. ჰ. კოვალაინენი (Caterham) +2,770 (31)
10. რ. გროსჟანი (Lotus) +3,544 (7)
11. შ. პიკი (Marussia) +4,761 (121)
P. S. გუშინ, გვიან გაირკვა, რომ "ლოტუსი" ტოვებს ბარსელონას. სიტუაციის ანალიზის შემდეგ, ფრანგულმა საჯინიბომ გადაწყვიტა აღარ ჩაიტანოს ბარსელონაში ხერესში გამოყენებული შასი - შექმნილი პრობლემები ორივე მანქანას ეხება.
გამონთავისუფლებულ დროს გუნდი დაზიანებული ბოლიდის შესწავლასა და E20-ის კონსტრუქციის შეცვლას მოანდომებს, რათა მომავალში თავიდან აიცილონ მსგავსი პრობლემები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"