ჯენსონ ბატონი: ჯერ რიანა, შემდეგ ტესტები

AutoSharing Option
ბარსელონას ტესტებზე გამგზავრების წინ, "მაკლარენის" პილოტმა ჯენსონ ბატონმა მონაწილეობა მიიღო Brit Awards-ის ცერემონიაზე, რომელშიც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს აჯილდოვებდნენ.

ბატონმა, რომელიც პოპულარობით არ ჩამოუვარდება ნებისმიერ თანამედროვე პოპ-ვარსკვლავს, პრიზი გადასცა 24 წლის მომღერალ რიანას. მან გაიმარჯვა ნომინაციაში - "საუკეთესო მომღერალი, რომელმაც საერთაშორისო აღიარებას მიაღწია".

ცერემონია ლონდონის საკონცერტო კომპლექს O2 Arena-ზე მიმდინარეობდა. მისი წამყვანი იყო ჯენსონის მეგობარი, მსახიობი ჯეიმს კორდენი. "მაკლარენის" პილოტი 2010 წელს კორდენთან ერთად მონაწილეობდა სპორტულ თემაზე შექმნილ იუმორისტულ გადაცემაში.

ბატონი ბარსელონას ტესტებზე დღეიდან დაიწყებს მუშაობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული