ბატონმა, რომელიც პოპულარობით არ ჩამოუვარდება ნებისმიერ თანამედროვე პოპ-ვარსკვლავს, პრიზი გადასცა 24 წლის მომღერალ რიანას. მან გაიმარჯვა ნომინაციაში - "საუკეთესო მომღერალი, რომელმაც საერთაშორისო აღიარებას მიაღწია".
ცერემონია ლონდონის საკონცერტო კომპლექს O2 Arena-ზე მიმდინარეობდა. მისი წამყვანი იყო ჯენსონის მეგობარი, მსახიობი ჯეიმს კორდენი. "მაკლარენის" პილოტი 2010 წელს კორდენთან ერთად მონაწილეობდა სპორტულ თემაზე შექმნილ იუმორისტულ გადაცემაში.
ბატონი ბარსელონას ტესტებზე დღეიდან დაიწყებს მუშაობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"