რბოლა ბაჰრეინში გადაწყვეტილია

AutoSharing Option
ტელეკომპანია SkySport-თვის მიცემულ ინტერვიუში ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა, ბერნი ექლსტოუნმა დარწმუნებით განაცხადა იმის შესახებ, რომ რბოლა ბაჰრეინში აუცილებლად გაიმართება.

"დღეს აღარავინ ამბობს იმის შესახებ, რომ გუნდები ვერ შეძლებენ ეტაპზე ჩასვლას. ყველას პოზიტიური განწყობა აქვს და გუნდებს უკვე ვუთხარი, რომ პრობლემა არ არსებობს. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბაჰრეინში გავემგზავრებით და იქ არანაირი სირთულე არ შეგვხვდება.

ვიცი, რომ რბოლის ორგანიზატორები და ქვეყნის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეტაპის მშვიდი ჩატარება უზრუნველყოს. ეჭვი არ მეპარება - ყველაფერი კარგად ჩაივლის", - განაცხადა
ბრიტანელმა.

ბაჰრეინის გრანპრის თარიღია 22 აპრილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული