"ლოტუსი" დაბრუნდა და მოიგო

AutoSharing Option
გაზაფხულის პირველ დღეს ბარსელონაში დაიწყო წინასასეზონო ტესტების ბოლოს სერია. ფორმულა 1-ის გუნდებს თბილ ამინდში მოუწიათ მუშაობა.

ცხრა გუნდმა გააგრძელა მზადება ახალი სეზონისთვის. მხოლოდ რუსული საჯინიბო - "მარუსია" ვერ ჩავიდა ბარსელონაში, რადგან ვერც მესამე ცდაზე გაიარა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის აუცილებელი კრაშ-ტესტი.

ბევრმა გუნდმა სერიოზული ტექნიკური განახლება შემოგვთავაზა. დილით საჯინიბოების უმრავლესობა მოკლე წრეების სერიებზე მუშაობდა, მეორეში კი გრძელ სერიაზე გადაერთნენ.

ტრასაზე დაბრუნდა "ლოტუსი", რომელმაც ტესტების მეორე სერია ტექნიკური პრობლემების გამო გამოტოვა. გუშინ E20-ის საჭესთან რომენ გროსჟანი იჯდა. გუნდის შეფმა ერიკ ბულიემ ჟურნალისტებს
განუცხადა, რომ ყველა პრობლემა დაძლეულია. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა, რადგან პირველ დღეს საუკეთესო დრო სწორედ გროსჟანმა აჩვენა.

ყველაზე გრძელი დისტანცია ნიკო როსბერგმა გაიარა - 128 წრე. ამ მაჩვენებლით მეორე იყო ვიტალი პეტროვი - ამჯერად "კატერჰემმა"
სერიოზული პრობლემების გარეშე ჩაატარა ტესტები.

ტრასაზე ორჯერ გამოფინეს წითელი დროშები - პირველად მაშინ, როცა პერესის მანქანას საწვავი გაუთავდა, მეორედ კი პეტროვის მეექვსე მოსახვევში გაჩერების გამო.

I დღე
1. რ. გროსჟანი (Lotus) 1.23,252 (73 წრე)
2. ჯ. ბატონი (McLaren) +0,258 (64)
3. ს. პერესი (Sauber) +0,568 (118)
4. მ. უებერი (Red Bull) +0,578 (102)
5. ნ. როსბერგი (Mercedes) +0,740 (128)
6. ჟ. ვერნი (Toro Rosso) +0,964 (113)
7. პ. დი რესტა (Force India) +1,053 (98)
8. ფ. მასა (Ferrari) +1,066 (105)
9. ვ. პეტროვი (Caterham) +1,624 (123)
10. პ. მალდონადო (Williams) +2,335 (58)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული