რუბენს ბარიკელო: ოფიციალურად ინდიკარში

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე გამოცდილი პილოტი, ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო, ოფიციალურად გახდა ამერიკული სარბოლო სერიის - ინდიკარის პილოტი.

რამდენიმე ტესტის შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა KV Racing-თან. ასე რომ, ფორმულა 1-ის ყოფილ ვიცე-ჩემპიონს 2012 წელს 15 რბოლა ელის ოვალურ ტრასებზე, კლასიკურ ავტოდრომებსა და საქალაქო ტრასებზე. უკვე გამოცხადდა, რომ ბარიკელოს მანქანა მერვე ნომრით გავა ტრასაზე.

"სეზონს დებიუტანტის რანგში დავიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, მოვახერხებ ჩემპიონატის მსვლელობისას პროგრესს. მთავარია, გუნდს დავეხმარო. ისინი შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ საქმეს. ჩემმა მეწყვილემ ტონი კაანანმა კი გასულ წელს ახალ დონეზე გაიყვანა
გუნდი", - ამბობს ბარიკელო.

გასულ კვირას ბრაზილიელმა სირს-პოინტის ტრასაზე გამართა ტესტები და საუკეთესო დროს მხოლოდ 0,9 წამით ჩამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული