ნიკი ლაუდაც სამგზის ჩემპიონია, მაგრამ ის თავის ტიტულებს პაუზებით იგებდა: 1975, 1977 და 1984 წლებში. ავსტრიელს ეჭვი არ ეპარება, რომ სებასტიან ფეტელიც შეუერთდება ამ ჯგუფს. დარწმუნებულია "რედ ბულის" შესაძლებლობებში და იმაშიც, რომ ავსტრიული საჯინიბო გააგრძელებს წარმატებულ სეზონებს.
"ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელი წარმატება მომავალი გამარჯვებების საფუძველია. მესმის, რომ ეს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ თუ თქვენ ახერხებთ ზედიზედ რამდენიმე სეზონი რბოლების მოგებას, ახალი გამარჯვებების მოპოვება
ხშირად მეკითხებიან - სებასტიანისთვის ახლა უფრო რთული იქნება ფორმულა 1-ში გამოსვლა, თუ პირიქით? ვფიქრობ, მას შეუძლია მიხაელ შუმახერის წარმატების გამეორება და შვიდგზის ჩემპიონობა, მით უმეტეს, რომ მან კარგი ურთიერთობა დაამყარა "რედ ბულთან" - დაახლოებით ისეთი, როგორც შუმახერსა და "ფერარის" ჰქონდათ.
რაც მეტს იგებ, მით უფრო მშვიდდები. ეს კი გეხმარება ახალი წარმატებების მიღწევაში. ახლა სებასტიანისთვის უფრო იოლი იქნება მესამე ტიტულის მოპოვება: ასეთ სიტუაციაში ვიყავი მე 1984 წელს "მაკლარენში". "რედ ბული" სტაბილურად ამარაგებს მას კარგი მანქანებით.
სებასტიანის დონის პილოტისთვის გადამწყვეტი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ გუნდი მისთვის მუდმივი მოტივაციის წყაროს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია, საბრძოლო განწყობა ჰქონდეთ არა მხოლოდ პილოტებს: შენ დამატებით ენერგიას იღებ მთელი გუნდისგან".
2012 წელს ფეტელის ძირითად მეტოქეებზე საუბრისას ლაუდამ ფერნანდო ალონსო და "მაკლარენის" პილოტები დაასახელა.
"თუ "ფერარიში" შეძლებენ ღირსეული მანქანის შექმნას, ფერნანდო იბრძოლებს გამარჯვებისთვის, - მიაჩნია ლაუდას. - თუმცა "მაკლარენი" უფრო სახიფათო მეტოქედ უნდა მივიჩნიოთ.
ამ გუნდში პილოტების ყველაზე ძლიერი წყვილია და თუ ლუის ჰემილტონი და ჯენსონ ბატონი რეალურად ძლიერად გამოვლენ, მათგან მაღალ შედეგებს უნდა ველოდოთ. ორივე შეეცდება სებასტიანზე პრესინგის მიტანას და ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი აუცილებლად ჯენსონი იქნება, რომელიც სრულფასოვნად შეეწყო "მაკლარენს" და ამ სეზონში შეეცდება შარშანდელი წარმატების განვრცობას.
და მაინც, საუკეთესო პილოტად ფეტელს მივიჩნევ. ის შესაშურ სტაბილურობასა და არანორმალურ სიჩქარეს აჩვენებს. თუ ვინმე შეძლებს მის დამარცხებას, ეს უდიდესი მიღწევა იქნება. ვნახოთ, რომელი პილოტი მოახერხებს ამის გაკეთებას, თუმცა ფორმულა 1 სწორედ თავისი არაპროგნოზირებადი ხასიათით არის მომხიბვლელი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"