"ავსტრალიელებთან 2015 წლის ბოლომდე გვაქვს კონტრაქტი, მაგრამ არავინ იცის რა იქნება შემდეგ, - ამბობს ბერნი ექლსტოუნი. - თუ მელბურნს არ შეუძლია ღამის რბოლის ჩატარება, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ავსტრალიის დატოვება".
ღამის რბოლის გამართვას დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება მელბურნის გრანპრის ორგანიზატორებისგან, რომლებიც ამაზე, სავარაუდოდ, არ წავლენ. ქალაქის მთავრობას არაერთხელ განუცხადებია, რომ რბოლის ჩატარებას სერიოზული
* * *
ესპანური გაზეთის "ელ პაისის" ინფორმაციით, ვალენსიას რეგიონალურ მთავრობას ჯერ არ გადაუხდია გრანპრის ჩატარებისთვის საჭირო თანხა ბერნი ექლსტოუნისთვის.
"ჩვენ ჯერ ისევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - განაცხადა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ვალენსიას მთავრობის თამჯდომარემ ალბერტო ფაბრამ განაცხადა, რომ პროვინციის ხელმძღვანელობა გადახედავს თავის ვალდებულებებს ფორმულა 1-თან მიმართებაში.
ესპანური პრესის ცნობით, რბოლის ჩასატარებლად საჭირო გადასახადის შეტანის ბოლო ვადა - 9 მარტია.
"ფორმულა 1 არ არის ჩვენი უპირველესი ამოცანა", - განაცხადა ფაბრამ, როცა მას ჰკითხეს საკონტრაქტო ვალდებულებების დარღვევის რისკზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"