დღე საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. გუნდები ასრულებდნენ ტექნიკური სიახლეების შემოწმებას, პარალელურად ოპტიმალურ კონფიგურაციებს ეძებდნენ სეზონის პირველი გრანპრისთვის.
ჩემპიონ "რედ ბულს" სირთულეები შეექმნა. დღის დიდი ნაწილი სებასტიან ფეტელმა ბოქსებში გაატარა - წინა ანტიფრთისა და გაუმართავი გადაცემათა კოლოფის გამო. შესვენების შემდეგ გერმანელი მხოლოდ სესიის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გავიდა ტრასაზე, მაგრამ
"მაკლარენში" წინა დღეს წარმოქმნილ პრობლემებზე მუშაობდნენ და მეორე სესიაში ლუის ჰემილტონმა პირველმა გადალახა 100-წრიანი ზღვარი.
"ფერარიში" ახალი გრაფიკით მუშაობდნენ - ფერნანდო ალონსომ 6-10-წრიანი საშუალო წრეების სერია გაიარა და საერთო ჯამში სოლიდური დისტანცია დაფარა. მსგავსი სცენარით მოქმედებდა მიხაელ შუმახერი, კიმი რაიკონენმა კი დღისით რბოლის იმიტაცია გამართა ორი პიტსტოპით.
ბევრმა დღე წრეების მოკლე სერიით დაიწყო, აფასებდა მანქანის ბალანსს საწვავის მინიმალური რაოდენობის შემთხვევაში. შესვენების შემდეგ გუნდები უფრო გრძელ სერიებზე გადაერთნენ. რამდენიმე პილოტი რბოლის იმიტაციას მიმართავდა, როცა კამუი კობაიაშის მანქანის ძრავა გამოვიდა მწყობრიდან და ტრასაზე წითელი დროშები გამოფინეს.
საუკეთესო დრო კიმი რაიკონენმა აჩვენა. ფინელმა ეს დრო ჯერ კიდევ პირველ სესიაში დაფიქსირა, როცა "სოფტის" საბურავებით კვალიფიკაციის რეჟიმში მუშაობდა.
ზამთრის ტესტები დასრულდა და შემდეგ ჯერზე პილოტები ერთმანეთს ავსტრალიის გრანპრიზე შეხვდებიან.
IV დღე
1. კ. რაიკონენი (Lotus) 1.22,030 (121 წრე)
2. ფ. ალონსო (Ferrari) +0,220 (115)
3. ბ. სენა (Williams) +0,266 (53)
4. ნ. ჰიულკენბერგი (Force India) +0,282 (101)
5. კ. კობაიაში (Sauber) +0,356 (72)
6. ლ. ჰემილტონი (McLaren) +0,400 (115)
7. ვ. პეტროვი (Caterham) +0,765 (101)
8. მ. შუმახერი (Mercedes) +0,909 (100)
9. პ. მალდონადო (Williams) +1,317 (48)
10. დ. რიკარდო (Toro Rosso) +1,363 (100)
11. ს. ფეტელი (Red Bull) +1,578 (23)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"