"გასული კვირის იმედგაცრუების შემდეგ, ეს ტესტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და ვფიქრობ, კარგად გავართვით თავი სამუშაოს.
გატარებულმა სამუშაოებმა საშუალება მოგვცა მოგვეგვარებინა წინა დაკიდების პრობლემა. ეს გუნდის თანამშრომლების დამსახურებაა,
რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ E20 ბარსელონას ტესტებისთვის მოემზადებინათ.
წვიმისა და გარკვეული
"დღევანდელი სესიით კმაყოფილი ვარ. არანაირი პრობლემა არ შექმნილა. სარბოლო მახასიათებლების ბევრი ვარიანტი ვცადეთ და პოზიტიური შედეგები მივიღეთ.
დღეს დიდი დრო გავატარე საჭესთან, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამინდი ცივი იყო, ამიტომაც საბურავი არც ისე ეფექტურად მუშაობდა. სხვა მხრივ, ყველაფერი წესრიგში გახლდათ.
სასიამოვნოა, როცა საკუთარ გვარს პირველ ადგილზე ხედავ, მაგრამ მელბურნის კვალიფიკაციამდე შეუძლებელია მანქანის სიჩქარის შეფასება. ყველა ცვლილებამ, რომელიც ტესტების მსვლელობისას შევიტანეთ, მანქანა უფრო სწრაფი გახადა. ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება ავსტრალიაში. მე მას დიდი იმედით ველოდები", - ასეთი კომენტარი გაუკეთა დასრულებულ ტესტებს კიმი რაიკონენმა.
* * *
"ლოტუსისგან" განსხვავებით, იმედგაცრუება სუფევს "ფერარის" ბანაკში. იტალიური საჯინიბოს ტექნიკურმა დირექტორმა პეტ ფრაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ F2012 საშუალებას არ მისცემს პილოტებს სეზონის პირველ რბოლებში პოდიუმისთვის იბრძოლონ.
"პოდიუმი? სავარაუდოდ, ამ მომენტისთვის ეს შეუძლებელია. იმედგაცრუებული ვარ მიმდინარე სიტუაციით, კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს იმისთვის, რომ F2012-ით უფრო ბევრს მივაღწიოთ.
ბაზაზე მუშაობა გრძელდება, რამდენიმე სიახლეს ვამზადებთ, რომელსაც უკვე მელბურნში შევამოწმებთ", - განაცხადა ფრაიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"