როგორც იცით, ამ გუნდმა რამდენჯერმე ვერ გაიარა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის აუცილებელი კრაშ-ტესტი, რის გამოც ბარსელონას წინასასეზონო ტესტებში მონაწილეობა ვერ მიიღო. გუშინ შედგა მოკრძალებული პრეზენტაცია, დღეს გუნდი "მოთელვას" გაივლის სილვერსტოუნის ტრასაზე, სრულფასოვანი დებიუტი კი ავსტრალიის გრანპრიზე შედგება.
შეგახსენებთ, რომ გუნდის პილოტები არიან გერმანელი ტიმო გლოკი და ფრანგი დებიუტანტი შარლ პიკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"