ფორმულა 1-ში ქალი გამოჩნდა

AutoSharing Option
ესპანელმა ქალმა-პილოტმა მარია დე ვილოტამ ტესტ-პილოტის კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ-რუსულ საჯინიბო "მარუსიასთან". ის მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდულ ტესტებში, რომელიც სეზონის ბოლოს აბუ-დაბიში გაიმართება.

შარშან მარია ერთხელ უკვე იჯდა ფორმულა 1-ის მანქანის საჭესთან - "რენოს" ბოლიდით მონაწილეობა მიიღო პოლ რიკარის სახელობის ავტოდრომზე გამართულ ტესტებში. ახლა დე ვილოტას ახალი შანსი გაუჩნდა.

"მოხარული ვარ "მარუსიასთან" კონტრაქტის გაფორმებით. ფორმულა 1-ის გუნდთან მუშაობის ფანტასტიკური შესაძლებლობა გამიჩნდა. გუნდის ერთ-ერთი წევრი გავხდები და ერთად მოვემზადებით პირველი რბოლისთვის, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება. იმედი მაქვს, რომ ეს კონტრაქტი დამეხმარება ფორმულა 1-ში
დამკვიდრებაში", - განაცხადა ესპანელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული