რობერტ კუბიცა საჭეს მიუჯდა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, ესპანელმა ავტომრბოლმა, "ტორო როსოს" ყოფილმა წევრმა ხაიმე ალგერსუარიმ არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა "ლოტუს-რენოს" ყოფილი წევრის - რობერტ კუბიცას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ესპანელის თქმით, კუბიცას ტრავმირებული ხელით დამოუკიდებლად წყლის დალევაც არ შეუძლია.

მაგრამ, როგორც ირკვევა, რვა მარტს პოლონელი ავტომრბოლი Skoda Fabia-ს საჭესთან დაჯდა და კერძო ტესტებში მიიღო მონაწილეობა.

ოფიციალურად ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია და არც ტესტების შედეგების შესახებ არის ცნობილი, მაგრამ ინტერნეტში გაჩნდა ვიდეორგოლი და ფოტოები, რომელიც სწორედ ამ ტესტების დროს არის გადაღებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული