2011 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტი გახდა "ფერარის" წევრი ფერნანდო ალონსო, რომელმაც შარშან 35 მილიონი ევრო გამოიმუშავა. უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელი პილოტი უკვე მესამე წელია ყველა თავის კოლეგაზე მეტს იღებს.
მეორე ადგილი უკავია ფორმულა 1-ის ვეტერანს, "მერსედესის" პილოტს მიხაელ შუმახერს - 2011 წელს მან თავისი საბანკო ანგარიში 31 მილიონი ევროთი შეავსო. შემოსავლის ოდენობით მესამეა ლუის
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, 24 წლის სებასტიან ფეტელი ჯერჯერობით ვერ გავიდა ხელფასის სათანადო დონეზე. თავის მეორე საჩემპიონო წელს "რედ ბულის" პილოტმა 18.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. თუმცა 2010 წელთან შედარებით პროგრესი სახეზეა - იმ სეზონში მისი შემოსავალი მხოლოდ 2 მილიონი ევრო იყო.
აღვნიშნავთ, რომ იმ 27 პილოტიდან, რომლებიც 2011 წელს ტრასაზე ვიხილეთ, ხელფასს მხოლოდ 18 იღებს. დანარჩენი ცხრა ავტომრბოლი ფორმულა 1-ში გამოსვლისთვის არაფერს იღებს; პირიქით, საკუთარი სპონსორების დახმარებით, აქეთ უხდიან ფულს გუნდებს "დიდ ცირკში" გამოსვლის სანაცვლოდ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"