"შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ყოველ პილოტს ჰქონდა აღმასვლისა და დაცემის პერიოდები, - აღნიშნა ბრიტანელმა "ავტოსპორტთან" კომენტარში. - თითოეულ ტრასას საკუთარი მახასიათებლები გააჩნია. ამიტომაც ის უფრო მეტად ერგება ერთ რომელიმე ბოლიდს და ნაკლებად მეორეს.
შესაბამისად, ეტაპიდან ეტაპამდე ძალთა თანაფარდობა შეიცვლება. შეიძლება გავიხსენოთ, რომ გასულ წელს "მაკლარენი" კარგად გამოიყურებოდა მელბურნში,
ასე რომ, ჩემი აზრით, წელსაც ბევრი რამ ტრასაზე იქნება დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალის მიხედვით გუნდები ძალიან მიუახლოვდნენ ერთმანეთს. ასევე, როგორც ყოველთვის, ბევრი რამ იქნება გამოკიდებული კონსტრუქტორთა დუელზე, რომლებიც სეზონის მსვლელობისას სრულყოფენ ტექნიკას. ის, ვინც თავის მანქანას მეტ სისწრაფეს შესძენს, სოლიდურ უპირატესობას მოიპოვებს".
კრისტიან ჰორნერის აზრით, ავსტრალიაში "რედ ბულის" პილოტებმა ვერ გამოიყენეს მანქანის მაქსიმუმი. ამიტომაც გუნდმა უნდა მოუმატოს მუშაობას, რათა შეძლოს "მაკლარენის" გასწრება. "ტესტების შემდეგ ვხვდებოდით, რომ ისინი ძალიან სწრაფები იქნებოდნენ და ჩვენი მოსაზრების სისწორეში ამ უქმეების მსვლელობისას დავრწმუნდით. მაგრამ კვირას ჩვენი მანქანის სიჩქარე სულ მცირედით ჩამორჩებოდა. ამასთან, განვლილი სამი დღის განმავლობაში არც ერთი პილოტი ბოლომდე კმაყოფილი არ ყოფილა მანქანით.
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა მიმართულებით გვჭირდება მუშაობა. თითქმის მზად გვაქვს რამდენიმე ტექნიკური სიახლე. ასე რომ, გასულმა უქმეებმა არაერთი პოზიტიური ემოცია მოგვიტანა. მეორე და მეოთხე ადგილიც კარგი შედეგია".
უახლოეს უქმეებზე გაიმართება ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი, რომელსაც სეპანგის ავტოდრომი უმასპინძლებს. "რედ ბულის" ხელმძღვანელის აზრით, იქაური სწრაფი მოსახვევები სწორედ "რედ ბულს" მოუტანს უპირატესობას: "მე ამის იმედი მაქვს. ვფიქრობ, მალაიზიაში განსხვავებულ სურათს ვიხილავთ.
მელბურნში მოკლე მოსახვევები, უსწორმასწორო ასფალტი და არც ისე ბევრი სწრაფი ვირაჟია. სეპანგში კი ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. ამიტომაც საინტერესო იქნება ძალთა თანაფარდობაზე დაკვირვება.
ველით, რომ "მაკლარენი" შემდეგ ეტაპზეც სწრაფი იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უფრო უკეთ გამოვალთ, ვიდრე ეს ავსტრალიის კვალიფიკაციაზე გავაკეთეთ".
შეგახსენებთ, რომ მელბურნის კვალიფიკაციაში უებერმა და ფეტელმა მხოლოდ მეხუთე და მეექვსე დრო აჩვენეს. პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასტარტო ბილიკის პირველ ორ ხაზზე ვერ ვიხილეთ "რედ ბულის" მანქანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"