კომპანია სპეციალიზდება რარიტეტული ავტომობილების გაყიდვით, ამასთან ლომის წილი მის კატალოგებში სპორტულ და სარბოლო მანქანებს უჭირავთ.
წლევანდელი აუქციონის მთავარი ლოტი იქნება Toleman TG184 - ავტომობილი, რომლითაც ლეგენდარული ბრაზილიელი აირტონ სენა ფორმულა 1-ში თავის პირველ სეზონში ასპარეზობდა.
აუქციონის წარმომადგენლის თქმით, სწორედ ამ ბოლიდით დაიკავა სენამ მეორე ადგილი მონაკოს ლეგენდარულ გრანპრიზე: სველ ტრასაზე აირტონი ძალიან სწრაფად დაეწია ლიდერ ალენ პროსტს და გამორიცხული არ არის, რომ მოიგებდა
სულ Toleman TG184-ით სენას სამი პოდიუმი აქვს მოპოვებული და მეცხრე ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში.
ბოლიდი იდეალურ მდგომარეობაშია და შესაძლებელია მისი გამოყვანა ევროპაში პოპულარულ ისტორიული მანქანების რბოლებზე. ჯერჯერობით უცნობია, რა საწყისი ფასი ექნება აირტონ სენას ყოფილ ბოლიდს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"