პირველ სამეულში მოხვდნენ სებასტიან ფეტელი და ნიკო როსბერგი, თუმცა საკმაოდ ბევრი წააგეს.
იმის გამო, რომ სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობდნენ, გუნდები მაშინვე საქმეს შეუდგნენ. "მაკლარენის", "რედ ბულისა" და "მერსედესის" პილოტებმა თავიდანვე სწრაფი ტემპი აჩვენეს, კარგად გამოიყურებოდნენ "ლოტუსის" წარმომადგენლებიც.
თუმცა რომან გროსჟანს ტრასაზე გასვლისთანავე ბოქსებში დაბრუნება მოუწია ტექნიკური პრობლემის გამო, თუმცა
სხვა მხრივ, სესიამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ფორმულა 1-ის ოფიციალურ შეჯიბრში დებიუტი ჰქონდა ვალტერი ბოტასს. "უილიამსის" ფინელი "რეზერვისტი" "დიდი ცირკის" ისტორიაში რიგით 831-ე პილოტი გახდა და გუშინ მან მე-11 ადგილი დაიკავა.
I პრაქტიკა
1. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - 1:38.021 (19 წრე); 2. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0.514 (21); 3. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +0.792 (21); 4. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +0.805 (19); 5. რომან გროსჟანი (ლოტუსი) - +0.898 (17); 6. მარკ უებერი (რედ ბული) - +1.071 (20); 7. კიმი რაიკონენი (ლოტუსი) - +1.107 (22); 8. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +1.277 (23); 9. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +1.302 (15); 10. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +1.419 (19); 11. ვალტერი ბოტასი (უილიამსი) - +1.703 (23); 12. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +1.762 (23); 13. ფელიპე მასა (ფერარი) - +1.875 (16); 14. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +1.889 (21); 15. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +1.959 (23); 16. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო) - +2.078 (23); 17. ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი) - +2.226 (19); 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო) - +2.448 (23); 19. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +2.836 (25); 20. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +3.064 (23); 21. ტიმო გლოკი (მარუსია) - +5.149 (18); 22. შარლ პიკი (მარუსია) - +6.559 (14); 23. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +7.339 (8); 24. პოლ დი რესტა (HRT) - +7.507 (18).
* * *
სინოპტიკოსების პროგნოზი არ გამართლდა - სეპანგზე არ გაწვიმდა და პილოტებმა გააგრძელეს დილით დაწყებული პროგრამა " მუშაობდნენ სარბოლო მახასიათებლებზე და აფასებდნენ საბურავების ცვეთის ხარისხს.
პრობლემები აქაც იყო " ბოლო მოსახვევში გავარდნის გამო მექანიკოსები დიდი ხანი მუშაობდნენ დი რესტას მანქანაზე, კობაიაშის ბოლიდზე კი გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან " იაპონელი მხოლოდ სესიის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე გავიდა ტრასაზე. კოვალაინენმაც ტექნიკური პრობლემის გამო სრულად ვერ გაიარა პროგრამა.
ისევე როგორც დილით, ამჯერადაც ოქმს სათავეში ლუის ჰემილტონი ჩაუდგა.
II პრაქტიკა
1. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - 1:38.172 (28); 2. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +0.361 (34); 3. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +0.363 (29); 4. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +0.524 (34); 5. დანიელ რიკარდო (ტორო როსო) - +0.681 (33); 6. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +0.719 (27); 7. მარკ უებერი (რედ ბული) - +0.961 (29); 8. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო) - +1.125 (33); 9. რომან გროსჟანი (ლოტუსი) - +1.139 (22); 10. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - 1.230 (25); 11. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +1.272 (35); 12. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +1.292 (26); 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +1.453 (20); 14. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +1.515 (16); 15. კიმი რაიკონენი (ლოტუსი) - +1.524 (29); 16. ფელიპე მასა (ფერარი) - +2.099 (27); 17. ბრუნო სენა (უილიამსი) - +2.506 (34); 18. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +2.775 (33); 19. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +3.292 (25); 20. ტიმო გლოკი (მარუსია) - +3.509 (20); 21. ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი) - +4.422 (18); 22. შარლ პიკი (მარუსია) - +4.702 (24); 23. . ნარაიან კართიკეიანი (HRT) +5.486 (18).
* * *
პარასკევის პრაქტიკის შემდეგ, "ლოტუსის" ხელმძღვანელობა იმ აზრამდე მივიდა, რომ ფინელი კიმი რაიკონენის მანქანაზე გადაცემათა კოლოფია გამოსაცვლელი. ფორმულა 1-ის რეგლამენტით თანახმად კი ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი კვირას სასტარტო ბილიკზე ხუთ პოზიციას დაკარგავს.
ერთი კვირით ადრე, ავსტრალიის გრანპრიზე ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა "ზაუბერის" პილოტი სერხიო პერესი. თავად რაიკონენმა მაშინ კვალიფიკაცია მე-18 ადგილზე დაასრულა. ასე რომ, ზედიზედ მეორე რბოლაში კიმის არამომგებიანი სასტარტო პოზიცია ექნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"