ორდენოსანი ედი ჯორდანი

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის გუნდის ყოფილმა მფლობელმა ედი ჯორდანმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო ავტოსპორტში მიღწევებისა და საქველმოქმედო მოღვაწეობისთვის.

64 წლის ჯორდანმა საკუთარი გუნდი 1990 წელს შექმნა. "ჯორდანის" პილოტებმა ჯამში 250 გრანპრიში მიიღეს მონაწილეობა და ხუთჯერ მიაღწიეს გამარჯვებას. 2005 წელს გუნდი კომპანია "მიდლენდმა" შეიძინა. ამჟამად მას "ფორს ინდია" ეწოდება.

"ეს შესანიშნავი მომენტია ჩემს ცხოვრებაში, - განაცხადა ირლანდიელმა, რომელიც BBC-ზე ტელეკომენტატორად მუშაობს. – ძალიან მიხარია ამ ჯილდოს მიღება, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა ჩემი ოჯახის, "ჯორდანის" გუნდის, საქველმოქმედო ორგანიზაცია CLIC Sargent-ისა და BBC-ზე ჩემი კოლეგების
დახმარების გარეშე".

"ჯორდანი" კიდევ იმით არის ცნობილი, რომ 1991 წელს მისი ბოლიდით დებიუტი ჰქონდა მომავალში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს. ასევე "ჯორდანის" ბოლიდით სატესტო რბოლებში მონაწილეობას იღებდნენ აირტონ სენა და დეიმონ ჰილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული