ლუის ჰემილტონი ბავშვი გახდა

AutoSharing Option
"მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი UNICEF-ის კეთილი ნების ელჩის რანგში ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავიდა.

ავსტრალიისა და მალაიზიის ეტაპების შემდეგ, ფორმულა 1-ის პილოტებმა პაუზა აიღეს. ჩინეთის გრანპრიმდე, რომელიც აპრილის პირველ დღეებში გაიმართება, ბრიტანელი არქიპელაგზე გაემართა და მონაწილეობა მიიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელსაც ბრიტანეთში მაისის ბოლოს აჩვენებენ.

სურათი საქველმოქმედო პროგრამის ეგიდით გადაიღეს და მასში გამახვილებულია ყურადღება იმ ბავშვებზე, რომელთა ოჯახები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ.

"იმედი მაქვს, რომ გადავიღეთ ფილმი, რომელიც დაგვანახებს მკაცრ რეალობას იმ ბავშვებს შორის, რომლებიც მანილასა ქუჩებსა და მთელს მსოფლიოში ცხოვრობენ, - გადმოგვცემს
Daily Mail ჰემილტონის სიტყვებს. - გოგონები და ბიჭები, რომლებსაც მე შევხვდი, ფანტასტიკური ბავშვები არიან, მაგრამ იმ ელემენტარულის გარეშე ცხოვრობენ, რაც ადამიანთა უმრავლესობას აქვს: საკვები, სუფთა წყალი და ნორმალური დასაძინებელი ადგილი. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული