ბაჰრეინში ფორმულა 1-ის ეტაპის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება

AutoSharing Option
ორშაბათს ბაჰრეინის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მიტინგი პატარა ქალაქ აბუ-საიბაში.

საპროტესტო აქცია ბაჰრეინის გრანპრის გაუქმების მოთხოვნით ჩატარდა. მთავრობამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა, თუმცა ფორმულა 1-ის ეტაპის საწინააღმდეგო კამპანია გრძელდება.

ქვეყნის მთავრობა თავს იკავებს კომენტარებისგან და მხოლოდ ტრადიციული განცხადებებით შემოიფარგლება იმის თაობაზე, რომ სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს და მომიტინგეებმა არ უნდა გამოიყენონ გრანპრი საკუთარი ინტერესებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული