"დარწმუნებული ვარ, მომდევნო ორ რბოლაში წარმატებით გამოვალთ, - ამბობს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი. – ავსტრალიაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, მალაიზიაში კი ძალიან ქაოტური რბოლა მივიღეთ. სამწუხაროა, რომ იქ ქულების მოპოვება ვერ შევძელით. წინ ბევრი ეტაპია. ასე რომ, კარგ ფორმაში ყოფნაა
გუშინ რამდენიმე საათი სიმულატორზე ვიმუშავე ჩინეთისა და ბაჰრეინის ეტაპებისთვის უკეთ მოსამზადებლად. ახლა ჩვენი შესაძლებლობები ტრასაზე უნდა დავამტკიცოთ".
* * *
ამასობაში "რედ ბულის" მეორე პილოტი მარკ უებერი პირველი ავსტრალიელი სპორტსმენი გახდა, ვინც ქალაქ სიდნეიში მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში შეიყვანეს.
"როცა სიდნეის მუზეუმის კოლექციაში ჩემი შეყვანის წინადადებით მომმართეს, ძალიან მოვიხიბლე ამ იდეით. მხიარული იყო ლონდონში საკუთარ ასლზე მუშაობა. ჩემი აზრით, ეს ასლი დაუჯერებლად ზუსტი გამოვიდა. ბრწყინვალე ნამუშევარია და დღემდე შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ იმით, როგორ ზედმიწევნით ზუსტად არის დაცული ყველა უმცირესი დეტალი, კერძოდ, თვალები", - ამბობს უებერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"