ბერნი ექლსტოუნი შვილსაც არ ინდობს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ბიზნესმენია.

გერმანული გაზეთის - Die Welt-ის ინფორმაციით, 81 წლის მილიარდერმა საქმიანი ინტერესები მამობრივ სიყვარულზე მაღლა დააყენა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ბერნის ქალიშვილმა ტამარა ექლსტოუნმა მოუყვა, რომელსაც შამპუნი Formula Uno-ს გამოშვება უნდოდა, მაგრამ უფროსმა ექლსტოუნმა შვილს ფული მოსთხოვა.

"მან მითხრა, რომ ბევრი ადამიანი იხდის დიდ ფულს ფორმულა 1-ის ბრენდის გამოყენებისთვის. ამიტომაც უფლებას არ მომცემს, ეს სახელწოდება უფასოდ გამოვიყენო, - განაცხადა ტამარამ. - ჩემთვის მნიშვნელოვანია, თავად გამოვიმუშავო ფული და თუ ეს
გამომდის, მამა ამ დროს ძალიან ამაყია. ახლა საკუთარი პროექტები გამაჩნია და ამიტომაც დილით ადრე ადგომის საბაბი მაქვს".

27 წლის ტამარა ექლსტოუნის ქონება ათეულობით მილიონ ფუნტს შეადგენს. ის მეორე ადგილს იკავებს ევროპის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქალიშვილებს შორის - ტამარა მხოლოდ მონაკოს სამეფო ოჯახის წევრს - შარლოტა კაზირაგის ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული