ფორმულა 1-ის პრესტიჟი საფრთხეშია

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის გრანპრის დასრულებამდე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, ეტაპის ბედი დღემდე გაურკვეველია.

სპარსეთის ყურის ამ პატარა ქვეყანაში არეულობამ შარშან ეტაპის გაუქმება გამოიწვია და ახლა, ფორმულა 1-ის ორგანიზატორები არ ჩქარობენ პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას - ამ ინფორმაციას თავად გუნდების წარმომადგენელები ადასტურებენ.

ერთბაშად რამდენიმე წყარო წერს იმის შესახებ, რომ ჩემპიონატის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია: ბაჰრეინის ეტაპის ბედი მხოლოდ 13-15 აპრილს ჩინური სარბოლო უქმეების დროს გახდება ცნობილი. გუნდებს შანხაის რბოლის ფინიშის შემდეგ აცნობებენ - მანამაში გაემგზავრონ თუ საკუთარ ბაზებზე უნდა დაბრუნდნენ.

თუ ეს
მართლაც ასეა, მაშინ ამგვარი გაურკვევლობა დიდად იმოქმედებს ფორმულა 1-ის პრესტიჟზე. საქმე ისაა, რომ ბევრ გულშემატკივარს შეკვეთილი აქვს ავიაბილეთები და სასტუმროს ნომრები. ეტაპის გაუქმების შემთხვევაში, ისინი მატერიალურად დაზარალდებიან. თანაც, გუნდებიც გაურკვევლ სიტუაციაში არიან დარჩენილი...

* * *
იტალიური ჟურნალის - Autosprint-ის ინფორმაციით, 2013 წელს ფორმულა 1-ის კალენდარში რბოლების რაოდენობა 20-ს არ გადაცდება, ამასთან, გაისად ეტაპების სიას დაემატება ამერიკის (ნიუ ჯერსი) და არგენტინის რბოლები.

ადრე იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ 2012 წლის მაისში არგენტინის გრანპრის ორგანიზატორები სამწლიან კონტრაქტს მოაწერენ ხელს ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერთან - ბერნი ექლსტოუნთან.

ერთ-ერთი გრანპრი, რომელთანაც არგენტინამ, შესაძლოა, მონაცვლებით ჩაატაროს ეტაპი, ვალენსიის ქუჩის რბოლაა. გარდა ამისა, იტალიური გამოცემა წერს:

"კორეის გრანპრის ორგანიზატორები უკვე ვეღარ ასრულებენ ექლსტოუნის წინაშე ფინანსურ ვალდებულებებს და ალბათ, დატოვებენ კალენდარს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული